ინკოტერმსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

Incoterms (International Commercial Terms, ქართულად: საერთაშორისო სავაჭრო ტერმინები) არის საერთაშორისო ვაჭრობაში აღიარებული მთელი რიგი ტერმინებისა, რომლებიც, ფაქტობრივად, სავაჭრო ტრადიციებისა და პრაქტიკის საფუძველზე შეიქმნა. საერთაშორისო სავაჭრო ტერმინების, ანუ, როგორც მას სახელშეკრულებო პრაქტიკაში შემოკლებით უწოდებენ, „ინკოტერმს“-ის ტერმინები მოწოდებულია მოახდინოს საერთაშორისო ნასყიდობისა და გადაზიდვების ხელშეკრულებათა ძირითადი პირობების ჰარმონიზება.

ისტორია და თავისებურებები[რედაქტირება]

ინკოტერმსის წესების პირველი რედაქცია საერთაშორისო სავაჭრო პალატის (International Chamber of Commerce, ICC) მიერ 1936 წელს იქნა მიღებული, რომელსაც შემდგომში „ინკოტერმს 1936“ („Incoterms 1936“) ეწოდა. მოგვიანებით, აღნიშნულ წესებში რამდენიმეჯერ იქნა შეტანილი შესწორებები და დამატებები 1953, 1967, 1976, 1980, 1990, 1998 და 2000 წლებში. შესაბამისად, ისინი სავაჭრო პრაქტიკაში ცნობილია „ინკოტერმს 1953“, „ინკოტერმს 1967“ და ა.შ. სახით; ბოლო რედაქციას, რომელიც ქვემოთ არის მოყვანილი „ინკოტერმს 2000“ ეწოდება.

„ინკოტერმს 2000“ საყურადღებოა იმ მხრივაც, რომ მისი შემუშავების დროს სამუშაო ჯგუფში წარმოიშვა იდეა - მომხდარიყო ინკოტერმსში გაერთიანებულ ტერმინთა დიფერენცირება 4 საბაზისო კატეგორიად, რაც გაადვილებდა აღნიშნულ ტერმინთა წაკითხვა-აღქმას. აღნიშნული დაყოფის კრიტერიუმებად აღებულ იქნა არა მხოლოდ ტერმინთა საწყისი ასოები, არამედ მისი ძირითადი დამახასიათებელი ნიშან-თვისებები.

პირველ კატეგორიაში გაერთიანდა ის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს გამყიდველის მიერ უშუალოდ თავის შენობაში მყიდველისათვის ტვირთის გადაცემას (ე.წ. „E“ ტერმინები).
მეორე კატეგორიაში გაერთიანებულია ის ტერმინები, რომლებიც გამყიდველს ავალდებულებს მიიტანოს ტვირთი მყიდველის მიერ მითითებულ გადამზიდველთან (ე.წ. „F“ ტერმინები).
მესამე კატეგორია მოიცავს ე.წ. „C“ ტერმინებს, რომლის მიხედვითაც გამყიდველი ვალდებულია გადაიხადოს სატრანსპორტო დანახარჯების ღირებულება, მაგრამ იგი თავის თავზე არ იღებს ტვირთის შემთხვევითი დაღუპვის ან განადგურების რისკს, აგრეთვე იმ დამატებით ხარჯებს, რაც შეიძლება წარმოიშვას გემზე დატვირთვისა და გაგზავნის შემდეგ.
მეოთხე, „D“ კატეგორია ითვალისწინებს გამყიდველის მიერ მყიდველისათვის საქონლის მიწოდების ადგილამდე ყველა ხარჯს და ტვირთის შემთხვევითი დაღუპვისა და განადგურების რისკს (ე.წ. „D“ ტერმინები).

დაყოფა[რედაქტირება]

E-ტერმინი - გადაცემის ტერმინი[რედაქტირება]

EXW (ex works) ქარხნიდან[რედაქტირება]

ეს ინკოტერმსი მინიმალურად ამცირებს გამყიდველის ვალდებულებებს, მაშინ როცა მთელი პასუხისმგებლობა ტვირთის დანიშნულების ადგილამდე გადასატანად ეკისრება მყიდველს. გამყიდველი მოვალეა დაეხმაროს მყიდველს საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებაში და პასუხს აგებს მყიდველის წინაშე, არასწორი დატვირთვის გამო. მყიდველს ეკისრება ყველა რისკი და ხარჯი საქონლის შენობიდან დანიშნულების ადგილზე მიტანისათვის.

F-ტერმინი - ტრანსპორტირების ფულს გამყიდველი არ იხდის[რედაქტირება]

FCA (free carrier)[რედაქტირება]

გამყიდველის ვალდებულება მყიდველისათვის საქონლის მიწოდებაზე შესრულებულად ითვლება, თუ იგი გადასცემს ექსპორტისათვის მომზადებულ საქონელს მყიდველის მიერ არჩეულ ტვირთის გადამტანთან მითითებულ მისამართზე.

FAS (free alongside ship)[რედაქტირება]

FOB (free on board)[რედაქტირება]

გამყიდველის მიერ მყიდველისათვის საქონლის მოწოდების ვალდებულება შესრულებულად ითვლება, როდესაც საქონელი გადაჰკვეთს გემის კიდეს დასახელებული ჩატვირთვის პორტში. ამ მომენტიდან ტვირთვის შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი ეკისრება მყიდველს. გარდა ამისა, FOB-ი გულისხმობს გამყიდველის მიერ საქონლის ექსპორტისათვის მომზადებას.

მოცემული ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო და შიდასახმელეთო საწყალოსნო გადაზიდვების შემთხვევაში.

C-ტერმინი - ტრანსპორტირების ფულს გამყიდველი იხდის[რედაქტირება]

CFR (cost and freight) ხარჯები და ფრახტი[რედაქტირება]

გამყიდველის მოვალეობაა, გადაიხადოს საქონლის დანიშნულების პორტში ჩატანისათვის აუცილებელი ხარჯი და დაფრახტვის ღირებულება, მაგრამ მას არ ეკისრება ტვირთის შემთხვევითი დაღუპვის ან განადგურების რისკი. გარდა ამისა, გამყიდველს არ ეკისრება იმ ხარჯების გადახდა, რომელიც გამოწვეულია ტვირთის გემბანზე მოთავსების შემდეგ წარმოქმნილი მოვლენებით. გამყიდველს ეკისრება აგრეთვე საქონლის ექსპორტისათვის მომზადება.

მოცემული ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო და შიდასახმელეთო საწყალოსნო გადაზიდვების შემთხვევაში.

CIF (cost, insurance, freight) ხარჯები, დაზღვევა და ფრახტი[რედაქტირება]

მოცემული ტერმინის შემთხვევაშიგამყიდველს ეკისრება იგივე ვალდებულებები, რაც CFR ტერმინის შემთხვევაში, პლუს საზღვაო დაზღვევის უზრუნველყოფა მყიდველის მიერ საქონლის ტრანსპორტირების პერიოდში ტვირთის შემთხვევით დაღუპვის ან განადგურების შემთხვევაში. გამყიდველი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო პრემია. ამ შემთხვევაში, იგი უზრუნველყოფს დაზღვევას მინიმალური დაფარვით

მოცემული ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო და შიდასახმელეთო საწყალოსნო გადაზიდვების შემთხვევაში.

CPT (carriage paid to ...) ფრახტისგან თავისუფალი[რედაქტირება]

გამყიდველი იხდის ფრახტს საქონლის დასახელებულ ადგილამდე ტრანსპორტირებისათვის. ტვირთის შემთხვევით დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მყიდველს იმ მომენტიდან, როდესაც იგი საქონელს გადამტანს ჩააბარებს. საქონელს ექსპორტისათვის ამზადებს გამყიდველი.

CIP (carriage and insurance paid to ...)[რედაქტირება]

მოცემული ტერმინის გამოყენებისას გამყიდველს აქვს იგივე ვალდებულება, რაც CPT-ის შემთხვევაში. გარდა ამისა, გამყიდველი იხდის ტრანსპორტირების პერიოდში ტვირთის დაზღვევისათვის საჭირო სადაზღვევო პრემიას. იგი ამზადებს აგრეთვე ტვირთს ექსპორტისათვის.

D-ტერმინი - მიტანის ტერმინი[რედაქტირება]

DAF (delivered at frontier)[რედაქტირება]

გამყიდველი ასრულებს ტვირთის ჩატანის ვალდებულებას, როდესაც იგი ექსპორტისათვის მომზადებულ საქონელს საზღვართან დასახლებულ პუნქტსა თუ ადგილში ათავსებს - მიმდებარე ქვეყნის საბაჟომდე.

DES (delivered ex ship)[რედაქტირება]

გამყიდველი ასრულებს ტვირთის მიწოდების ვალდებულებას. ამ დროს იგი იმპორტისათვის მომზადებულ საქონელს მყიდველს დანიშნულების პორტში გემბანზე აწვდის. მოცემულ პორტამდესაქონლის მიწოდების რისკი და ხარჯები გამყიდველს ეკისრება

DES ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო და შიდასახმელეთო საწყალოსნო გადაზიდვების შემთხვევაში.

DEQ (delivered ex quay)[რედაქტირება]

გამყიდველის მოვალეობა ჩაიტანოს საქონელი შესრულებულად ითვლება, როდესაც იგი უზრუნველყოფს მყიდველს იმპორტისათვის მომზადებული საქონლით დანიშნულების პორტის სანაპიროზე. საქონლის მოცემულ ადგილამდე მიტანისათვის ყოველგვარი ხარჯი (გადასახადები და ა.შ.) და ნივთის დაღუპვის ან განადგურების რისკი უნდა იკისროს გამყიდველმა.

აღნიშნული ტერმინი გამოიყენება მხოლოდ საზღვაო და შიდასახმელეთო საწყალოსნო გადაზიდვების შემთხვევაში.

DDU (delivered duty unpaid) მიწოდება განბაჟებამდე[რედაქტირება]

გამყიდველის მიერ ტვირთის მიწოდების ვალდებულება შესრულებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც იგი უზრუნველყოფს მყიდველს იმპორტირების ქვეყანაში საქონლის დანიშნულების ადგილას მიტანას. საქონლის დანიშნულ ადგილას მიტანისათვის ყოველგვარი ხარჯი, რისკი, ღირებულება (გარდა საბაჟო გადასახადებისა და სხვა ხარჯებისა რაც აუცილებელია იმპორტირებისათვის) უნდა იკისროს გამყიდველმა. თუ მყიდველმა ვერ მოამზადა საქონელი იმპორტისათვის, მან უნდა იკისროს აქედან გამომდინარე დამატებითი ხარჯები.

DDP (delivered duty paid) მიწოდება განბაჟებით[რედაქტირება]

გამყიდველის მოვალეობა, მიაწოდოს ტვირთი, შესრულებულად ითვლება, როდესაც იგი მყიდველს საქონლით უზრუნველყოფს დანიშნულ ადგილას - იმპორტირების ქვეყანაში. მოცემულ ადგილას მიტანამდე საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან განადგურების რისკი, აგრეთვე ყველა ხარჯი და გადასახადი, ეკისრება გამყიდველს.

გადახდის ვალდებულებები[რედაქტირება]

შემდეგი ცხრილი წარმოდგენას შექმნის გამყიდველის ვალდებულებებზე.

სატვირთოზე დატვირთვა ექსპორტი-განბაჟება ტრანსპორტირება საექსპორტო პორტამდე სატვირთოს გადმოტვირთვა საექსპორტო პორტში დატვირთვის მოსაკრებელი საექპორტო პორტში ტრანპორტირება იმპორტიორ პორტში გადმოტვირთვის მოსაკრებელი იმპორტიორ პორტში სატვირტოზე გადატვირთვა იმპორტიორ პორტში ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე დაზღვევა იმპორტი-განბაჟება იმპორტი-გადასახადის გადახდა
EXW No No No No No No No No No No No No
FCA Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg No No No No No No No No No
FAS Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg No No No No No No No No
FOB Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg No No No No No No No
CFR Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg No No No No No No
CIF Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg No No No Yes check.svg No No}
CPT Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg No No No
CIP Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg No No Yes check.svg Yes check.svg No No
DAF Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg No No No No No
DES Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg No No No No No No
DEQ Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg No No No No No
DDU Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg No No No
DDP Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg Yes check.svg No Yes check.svg Yes check.svg

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვებგვერდი