ინდოელთა გზა
| ინდოელთა გზა Caminho das Índias India - A Love Story |
|
|---|---|
| ფორმატი | დრამა რომანტიკული |
| შემქმნელი | გლორია პერესი |
| როლებში | ჟულიანა პაესი მარსიო გარსია როდრიგო ლომბარდი ლეტიცია საბატელა ტანია ხალილი ელიან გიარდინი ტონი რამოსი ლიმა დუარტე ოსმარ პრადო ნივეა მარია |
| ქვეყანა | ბრაზილია |
| ენა(ები) | პორტუგალიური |
| გადაღება | |
| მდებარეობა(ები) | ინდოეთი და ბრაზილია |
| ხანგრძლივობა | 50-80 წუთი |
| ეთერი | |
| ორიგინალური არხი | Globo TV |
| რესურსები ინტერნეტში | |
| ოფიციალური ვებგვერდი | |
ინდოელთა გზა (პორტ. Caminho das Índias) (ასევე ცნობილი როგორც: ინდოეთი - სიყვარულის ისტორია და იქ სადაც უყვართ) არის ბრაზილიური ემის ჯილდოს მფლობელი ტელენოველა, რომელიც შექმნილია Globo TV-ს მიერ და რომელიც პირველად 2009 წლის 19 იანვრიდან 11 სექტემბრამდე გადიოდა ტელეარხზე. ტელენოველა ბრაზლილიაში ყველაზე ყურებადი შოუების სათავეში მოხვდა. "ინდოელთა გზა" აღწერს იმ მრწამსსა და ღირებულებებს, რომლებიც ერთმანეთისაგან განასხვავებს აღმოსავლურ და დასავლურ სამყაროს, მას ეკრანზე მოაქვს კულტურათა კონტრასტის ისტორია თავისი დადებითი და უარყოფითი გმირებით.
ტელენოველა გადიოდა ერთსაათიან სერიებად კვირაში ექვსი დღე - ორშაბათიდან შაბათამდე. ეს იყო ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პროგრამათაგანი, რომელმაც ხელი შეუწყო ინდოეთის პოპულარიზაციას ბრაზილიაში. ინდურ მოტივებზე შექმნილი ძვირფასეულობა, რომელიც მთავარ გმირს - მაიას უკეთია ახლა ყველგან იყიდება, წიგნები ინდოეთის შესახებ ბესტსელერების სიის სათავეში ხვდება, ბრაზილიელი ტურისტების ინდოეთისაკენ მოგზაურობათა რიცხვი საკმაოდ გაიზარდა, ასევე ინდური თემატიკის რესტორნებისა და ღამის კლუბების გახსნაც კი დაიწყო.
სტატიის