ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტი
თურქ. Yıldız Teknik Üniversitesi
დევიზი მუდმივად მნათობი ვარსკვლავი
დაფუძნდა 1911
ატარებს სახელს Yıldız Palace
ტიპი სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი
თანამშრომელი 1384
პრეზიდენტი ისმაილ იუქსექი
სტუდენტი 21 000
მდებარეობა სტამბოლი
ქალაქი სტამბოლი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
კამპუსი ილდიზი • დავუთფაშა • მასლაქი
კავშირები ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[1] , Anatolian University Libraries Consortium Association[2] და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[3]
ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტი — თურქეთი
ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტი
yildiz.edu.tr

ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტი (თურქ. Yıldız Teknik Üniversitesi; YTÜ) — ტექნიკური უნივერსიტეტი თურქეთში, რომელიც სპეციალიზირდება საინჟინრო მეცნიერებებზე და არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საგანმანათლებლო დაწესებულება სტამბოლში. უნივერსიტეტის ცენტრალური კამპუსი ბეშიქთაშის რაიონში მდებარეობს. ახალი დავუთფაშას კამპუსი ესენლერის რაიონში მდებარეობს. უნივერსიტეტი აერთიანებს 10 ფაკულტეტს,[4] 3 პროფესიულ სკოლას[5] და 2 ინსტიტუტს.[6]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტს გააჩნია შტამბეჭდავი ისტორია, რომელიც თარიღდება 1911 წლით. იტუ დაარსდა როგორც კონდუქტორების Mekteb-i Âlisi (კონდუქტორების უმაღლესი სკოლა), რომ დაეკმაყოფილა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი სექტორის მოთხოვნა. სკოლა ჩამოყალიბდა École de Conducteur სასწავლო გეგმის მიხედვით და დაკავშირებული იყო საზოგადოებრივ სამუშაოთა საქმის სამინისტროსთან. 1922 წელს, სკოლის სახელი შეიცვალა Nafia Fen Mektebi-ზე (საზოგადოებრივი სამუშაოების სკოლა). სწავლების ხანგრძლივობა 1926 წელს 2,5 წელზე და 1931 წელს 3 წლამდე გაიზარდა.[7]

საჯარო ობიექტების ზრდის შემდეგ და ტექნიკური მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად, გადაწყდა Nafia Fen Mektebi-ის დახურვა და ტექნიკური სკოლის ჩამოყალიბება მის ბაზაზე, ტექნიკური მუშებსა და პროფესიონალ ინჟინერებს შორის არსებული უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით. სკოლამ თავის მოსწავლეებს შესთავაზა ორწლიანი პროგრამა (ტექნიკური სპეციალისტებისთვის) და ოთხწლიანი პროგრამა (ინჟინერთათვის). მთავრობამ გამოყო სკოლისთვის ილდიზის სასახლის შენობა, მის სხვა შენობებთან ერთად, რომლებიც დღესაც მოქმედებენ.

ადრეულ პერიოდში სკოლა შედგებოდა ორი ფაკულტეტისგან: სამოქალაქო და მექანიკური ფაკულტეტებისგან, სადაც სტუდენტებს ასწავლიდნენ, როგორც ტექნიკურ, ისე საინჟინრო სპეციალობას. დაწყებული 1942-1943 წლიდან, საინჟინრო ფაკულტეტს ელექტროტექნიკური და არქიტექტურის განყოფილებები დაემატა. 1969 წელს სკოლა ავტონომიურ უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუტად გადაკეთდა. 1971 წელს სპეციალური პროფესიული სკოლების დახურვის გამო, საინჟინრო სკოლები შევიდნენ სტამბოლის სახელმწიფო საინჟინრო და არქიტექტურულ აკადემიაში.

ფაკულტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ელექტრო და ელექტრონიკის ფაკულტეტი
  • ლიტერატურისა და ეროვნული კულტურის კვლევების ფაკულტეტი
  • ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტი
  • განათლების ფაკულტეტი
  • ეკონომიკური და ადმინისტრაციული მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტი
  • ქიმიური და მეტალურგიული ინჟინერიის ფაკულტეტი
  • მექანიკური ინჟინერიის ფაკულტეტი
  • საზღვაო არქიტექტურისა და ზღვაოსნობის ფაკულტეტი
  • არქიტექტურის ფაკულტეტი

ინსტიტუტები და სკოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მეცნიერებისა და ინჟინერიის ინსტიტუტი
  • სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტი
  • პროფესიული სწავლების სკოლა
  • უცხო ენათა სკოლა

ცნობილი კურსდამთავრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://eua.eu/about/member-directory.html
  2. https://web.archive.org/web/20230815060630/https://uye.ankos.org.tr/uyeler/
  3. https://web.archive.org/web/20221123144401/https://www.auf.org/les_membres/nos-membres/
  4. Yıldız Teknik Üniversitesi - Fakülteler. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 27 August 2013.
  5. Yıldız Teknik Üniversitesi - Yüksekokullar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 27 August 2013.
  6. Yıldız Teknik Üniversitesi - Enstitüler. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 27 August 2013.
  7. History of Yıldız Technical University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-12. ციტირების თარიღი: 2017-05-29.