ივერია (ვაშლი)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ივერია.

ივერია, ვაშლის ქართული ჯიში. გამოყვანილია სკრის მეხილეობის საცდელ სადგურში ზამთრის ბანანისა და კეხურას შეჯვარებით. ხე ინტენსიურად იზრდება, აქვს მომრგვალო-პირამიდული ფორმის ვარჯი. მოსავალს მე-6-7 წელს იძლევა, უხვმოსავლიანია, ერთი ხიდან საშუალო მოსავალია 300-350 კგ. ნაყოფი მსხვილია (200-220 გ-მდე). მომრგვალო, მოყვითალო-წითელი, რბილობი - მოთეთრო, საკმაოდ მკვრივი, წვნიანი, მოტკბო-მომჟავო. იკრიფება ოქტომბერში, კარგად ინახება მაისამდე. სასუფრე ჯიშია, ტრანსპორტაბელური. გავრცელებულია ქართლის რაიონებში.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ახვლედიანი შ., ქსე, ტ. 5, გვ. 94, თბ., 1980
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები