ივანე მიჩურინის ქუჩა
ივანე მიჩურინის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
უბანი | ახალი კუკია |
წინა სახელები |
არდაგანის შესახვევი არტაანის ქუჩა |
ივანე მიჩურინის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ჩუღურეთის რაიონში (ახალი კუკია); ართვინისა და როსტოვის ქუჩებს შორის. წარმოიქმნა XIX საუკუნის დასასრულს. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც არდაგანის შესახვევი. 20-იან წლებში დაერქვა არტაანის ქუჩა და გრძელდებოდა ნორიოს აღმართამდე. ასევეა დატანილი თბილისის 1934 წლის გეგმაზეც. 40-იან წლებში ივანე მიჩურინის სახელი ეწოდა და 90-იან წლებამდე გრძელდებოდა ვასილ კიკვიძის ქუჩამდე, ხოლო მონაკვეთს ამ ქუჩიდან როსტოვის ქუჩამდე როსტოვის გასასვლელი ერქვა. აქვს ერთი შესახვევი (თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ფარავნის შესახვევი) და ერთი ჩიხი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 122, ISBN 978-99928-20-35-3.