იბნ ალ-ბალხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იბნ ალ-ბალხიXII საუკუნის ირანელი ისტორიკოსი, ზუსტი სახელი უცნობია, წარმოშობით ბალხიდან. „ფარსნამეს“ ავტორი. წიგნში გადმოცემულია ჩვენამდე მოუღწეველი პირველწყაროების საფუძველზე შედგენილი ფარსის ისტორია. აგრეთვე XII საუკუნის ფარსის დასაწყისის დაწვრილებითი გეოგრაფიული აღწერილობა. თხზულება უხვ მასალას შეიცავს ფარსის ირიგაციის, მიწათმოქმედებისა და ქალაქების მდგომარეობის შესახებ. მასალის დიდი ნაწილი ავტორის დროინდელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]