იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული“ — კავკასიისმცოდნე ლინგვისტთა საკავშირო სამეცნიერო ორგანო. გამოდის თბილისში 1974 წლიდან. დამაარსებელი არნოლდ ჩიქობავა. ხელმძღვანელობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და სარედაქციო კოლეგია (მთავარი რედაქტორი აკადემიკოსი ქეთევან ლომთათიძე). გამოიცა 22 ტომი (2003). ჟურნალი ემყარება და ასახავს იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების პრინციპულ დებულებებს, აშუქებს ლინგვისტური თეორიის, იბერიულ-კავკასიუს ენათა სტრუქტურისა და ისტორიის, ენობრივი კონტაქტების საკითხებს, აქვეყნებს რეცენზიებსა და ბიბლიოგრაფიულ მიმოხილვას. ტირაჟი 1500 ეგზემპლარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]