თურჩუს მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თურჩუს მღვიმე — კარსტული მღვიმე ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თურჩუს ქვაბულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. სიღრუის სიგრძე 10 მ-მდეა, შესასვლელის სიგანე – 5,6 მ. სიმაღლე – 0,8–1,0 მ. ფსკერის ფართობი – 20 მ². საერთო მოცულობა – 40 მ³. მღვიმე აღმოჩენილი და გამოკვლეულია ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოექსპედიციის (შ. ყიფიანი) მიერ 1959 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009