თურქეთის მუსიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თურქეთის მუსიკა - თურქეთის მუსიკალური კულტურა. თურქეთი ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო–აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს და წარმოადგენს ევროპის, ჩრდილოეთ აფრიკის, შუა აღმოსავლეთის, კავკასიისა და სამხრეთ და ცენტრალური აზიის კულტურების გზაჯვარედინს, რაც მის მუსიკაზეც აისახა [1]. თურქეთის მუსიკა მოიცავს ძირითადად თურქული ტომების მუსიკის ელემენტებს და ასევე ბერძნული, ოსმალერი, სომხური და ბალკანური, ასევე უფრო თანამედროვე ევროპული და ამერიკული პოპულარული მუსიკის ელემენტებს. თანამედროვე თურქული პოპულარული მუსიკის ელემენტების დიდი ნაწილი 1930-იანი წლების დასაწყისში ვესტერნიზაციისკენ სწრაფვის შედეგია [2], მსოფლიო პოპულარობის მოპოვება და ცალკე ჟანრად ჩამოყალიბება თურქულმა პოპმა მხოლოდ 1990-იან წლებში შეძლო.

ტრადიციული მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეფო კარის მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლასიკურ თურქულ ტრადიციულ მუსიკად ოსმალეთის პერიოდის სამეფო კარის მუსიკა ითვლება. ოსმალეთში არსებობდა მუსიკის ჩაწერის საკუთარი სისტემა, რომელიც შემდგომში თანდათან დასავლურმა სისტემამ შეცვალა. როგორც ძირითადად ვოკალური ტრადიცია, მომღერალს თან ახლავს მხოლოდ პატარა ზომის და ჟღერადობის ინსტრუმენტი. თურქული კლასიკური ვოკალი დღესაც ისწავლება კონსერვატორიებსა და საზოგადო კლუბებში.

მუცლის ცეკვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციული თურქული მუსიკის ერთ-ერთი აღსანიშნავი ტიპია ჰარამჰანების მუსიკა ანუ მუცლის ცეკვის მუსიკა. ოსმალეთის იმპერიაში ჰარამხანა სახლის ქალებისთვის განყოფილი ნაწილი იყო, იქ არ უშვებდნენ უცხო მამაკაცებს და სულთნის სასახლეში მას საჭურისები იცავდნენ, სამეფო ჰარამჰანაში ასობით ქალი ცხოვრობდა. ჰარამჰანაში მცხოვრებ ქალებს ქალი მოცეკვავეები და მუსიკოსები ართობდნენ ცეკვითა და სიმღერით. მუცლის ცეკვას თავდაპირველად ქალები ქალებისთვის ასრულებდნენ. ქალი მოცეკვავეები (რაკასე) საზოგადოებაში თითქმის არ ჩნდებოდნენ [3][მკვდარი ბმული]. ჰარამხანის ამ ტიპის მუსიკა სულთნის პირადი საცხოვრებლიდან საჯაროდ ოსმალეთის ქუჩის მოცეკვავე მამაკაცებმა გაავრცელეს, შემდგომში მამაკაცები მას დღესასწაულებზე, წვეულებებზე და სულთნის კარზეც ასრულებდნენ. [4][მკვდარი ბმული]

პოპ-მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქულ პოპ-მუსიკაზე დიდი გავლენა იქონია თანამედროვე ამერიკულმა და ევროპულმა მუსიკამ, რომელიც ქვეყანაში ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ გავრცელდა. შენარჩუნებულიყო ასევე ტრადიციული თურქული ელემენტები. მისი გაბვითარება დაიწყო 1930-1950-იან წლებში დასავლური ჟანრების სიმღერების (როკ-ნ-როლი, ჯაზი, ტანგო) თურქული კავერებით.

ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თურქული პოპ ვარსკვლავი სეზენ აქსუა. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უნიკალური თურქული პოპის ჟღერადობის ჩამოყალიბებაში და პოპულარობის მოპოვებაში. ის ასევე თურქეთისა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარდგენის უდიდესი მხარდამჭერი იყო. მისმა პროტეჟემ სერტაბ ერენერმა გაიმარჯვა კონკურსში 2003 წელს.

თურქეთში ყველაზე დიდი მამრობითი სქესის პოპ ვარსკვლავებია ტარკანი, მუსტაფა სანდალი და კენან დოგულუ. ტარკანმა ჩარტებში წარმატებას მიაღწია ევროპასა და ლათინურ ამერიკაში თავისი სინგლით "Şımarık", რომელიც ასევე სეზენ აქსუმ დაწერა . მუსტაფა სანდალმა ასევე მოიპოვა წარმატება ჩარტებში ევროპაში 2005 წლის სინგლით "Yansyankar".

მუსიკალური განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკალური განათლება ქვეყნის სასკოლო პროგრამების უმეტესობის ნაწილია. საშუალო სკოლებში ტარდება ძირითადად საგუნდო სიმღერის გაკვეთილები, სკოლებში არსებობს მუსიკალური ჯგუფები. მუსიკა ასევე შეიძლება იყოს სასკოლო სპექტაკლების ნაწილი. ბევრ საჯარო და კერძო სკოლა აფინანსებს მუსიკალურ კლუბებსა და ჯგუფებს, მათ შორის, ძირითადად, მარშების მუსიკოსებს, რომლებიც სასკოლო ფესტივალებზე გამოდიან. მიუხედავად ამის, სკოლებში მუსიკისთვის განკუთვნილი დრო საკმაოდ შეზღუდულია და ცოტა სარგებელი მოაქვს თურქი ახალგაზრდებისთვის.

უმაღლესი განათლება მუსიკის დარგში თურქეთში ძირითადად დიდ უნივერსიტეტებზეა დამოკიდებული, რომლებიც სახელმწიფო მუსიკალურ აკადემიებსა და კონსერვატორიებთან არიან დაკავშირებული. კონსერვატორია ჩვეულებრივ უნივერსიტეტის განყოფილებაა და არა ცალკეული დაწესებულება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bartók, Béla & Suchoff, Benjamin (1976). Turkish Folk Music from Asia Minor (The New York Bartok Archive Studies in Musicology, No. 7). Princeton University Press. ISBN 0-691-09120-X.
  • Bates, Eliot (2011). Music in Turkey: Experiencing Music, Expressing Culture (Global Music Series). Oxford University Press. ISBN 978-0-195-39414-6.
  • Head, Matthew (2000). Orientalism, Masquerade and Mozart's Turkish Music (Royal Musical Association Monographs S.). Ashgate. ISBN 0-306-76248-X.
  • Jäger, Ralf Martin (1996). Türkische Kunstmusik und ihre handschriftlichen Quellen aus dem 19. Jahrhundert (Schriften zur Musikwissenschaft aus Münster 7). Wagner: Eisenach. ISBN 3-88979-072-0.
  • Karakayali, Nedim (2010). "Two Assemblages of Cultural Transmission: Musicians, Political Actors and Educational Techniques in the Ottoman Empire and Western Europe". Journal of Historical Sociology, 23 (3): 343-371.
  • Popescu-Judetz, Eugenia (1999). Prince Dimitrie Cantemir: Theorist and Composer of Turkish music. Pan Books. ISBN 975-7652-82-2.