თრიფსები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თრიფსები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Thysanoptera

თრიფსები, ბუშტფეხიანები (ლათ. Thysanoptera) — მწერების რიგი. აქვთ პატარა, 0,5-2 მმ (იშვიათად 5 მმ, ტროპიკებში 14 მმ-მდე) სიგრძის ვიწრო სხეული, ასიმეტრიული მჩხვლეტავი პირი; ფეხები სასიარულოა, ყოველი თათის ფუძეზე ბუშტია განვითარებული. ფრთები ვიწროა, ნაპირზე ბუსუსების ფოჩი აქვს შემოვლებული. ახასიათებთ რთული გარდაქმნა. რიგში 2 ათასამდე სახეობაა. თრიფსების უმრავლესობა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელია, მაგრამ ნაწილი — ენტომოფაგები, ანადგურებენ მავნე ტკიპებს, ბუგრებს, კოქციდებსა და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]