თორელიანთ კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თორელიანთ კოშკი — კოშკი განთავსებულია ჭართლის ხევის სამხრეთით, დაქანებულ ფერდობზე.

დღესდღეობით კოშკისგან მხოლოდ ორი სართული შემორჩა. ის აგებულია სხვადასხვა ზომის ქვებით. მისი კედლები ქვემოდან ზემოთ ვიწროვდება, რაც მას ტრაპეციის მაგვარ ფორმას სძენს. კარს აქვს არქიტრავული გადახურვა და გაჭრილია აღმოსავლეთ ფასადზე. არქიტრავის ქვა საკმაოდ დიდია. კარის ქვემოთ ოთხ დიდი ზომის ქვას ვხვდებით, რომლებიც აივნის კონსტრუქციის ნაწილს უნდა შეადგენდეს. სავარაუდოდ მასზე მიდგმული იყო ხის კიბე, რომლის გამოყენებითაც კოშკში ასვლა ხერხდებოდა. მოსახლეობის თქმით, კოშკის ქვემოთ თავდაცვის მიზნით გვირაბია მოწყობილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 42631