თომაევების კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თომაევების კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო როკაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

გეგმით ოთხკუთხა კოშკი ნაგებია ფიქალითა და ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე. სულ შემორჩა ოთხი სართული. კარი გაჭრილია დასავლეთით მეორე სართულის დონეზე.

კოშკი შიგნიდან ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004