თიმისვალოსმანლის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თიმისვალოსმანლის ხიდი — ხიდი თურქეთში, მდინარე ფორტუნას მარცხენა მხარეს მდებარე სოფელ თიმისვალოსმანლიში, არდაშენიდან 10,5 კმ-ში. იგი დღემდე საკმაოდ კარგადაა შემონახული.

ხიდი ორთაღიანია, ნაგებობის ძირითადი თაღი რამდენადმე კოლოფა თაღის ფორმას იმეორებს. ხიდის მცირე თაღი ნახევარწრიული ფორმისაა. თაღების რკალისთვის განკუთვნილი მოგრძო ფორმის ქვები საგულდაგულოდაა დამუშავებული. ხიდს სავალი გზის ორივე მხარეს შემორჩენილი აქვს ძველი, კარგად დამუშავებული ქვებისაგან შედგენილი მოაჯირი. სასიარულო ბილიკი ქვის ფილებითაა მოგებული. ხიდს ორივე თაღის ქუსლებში შექმნილი აქვს წყვილ-წყვლი ქარგლის ბუდეები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 75 ISBN 978-9941-0-6458-6.