თიანეთის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თიანეთის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთის მიდამოებში, საკირვებად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება ადრინდელ შუა საუკუნეებს. მიწის სამუშაოების დროს გამოვლინდა რამდენიმე ქვის სამარხი, რომლებშიც აღმოჩნდა ბრინჯაოს საკინძის ღეროები, ბეჭედი, სარდიონის მძივები და სხვები, რომელიც ინახება თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]