თიანეთის მეორე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თიანეთის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთის ბაღიანების უბნის ჩრდილოეთით, 1 კილომეტრზე, ნამოსახლარის ტერიტორიაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (6,1 x 4,2 მეტრი), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. კონქის თაღი და აფსიდის მხრები ტლანქად დამუშავებული შირიმის ქვითაა ნაწყობი. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია კამარისა და კონქის თაღის უმეტესი ნაწილი, მონგრეულია (თითქმის მთლიანად) ოთხივე გარეთა კუთხე, ფასადებზე ჩამოცვენილია საპირე ქვების დიდი ნაწილი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია. ამჟამად მისგან აღმოსავლეთ წირთხლის ქვედა ნახევარია შემორჩენილი. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშაა. ინტერიერი შელესილია. დასავლეთ კედელზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]