თვალადის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თვალადის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალადში. თარიღდება XIX საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (9,4 X 6,1 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით, ზოგან კედლების წყობაში, სარკმლებისა და კარის თაღებზე გამოყენებულია აგური. ეკლესია დაზიანებულია. ორივე მხარეს თაღოვანი შესასვლელი სამხრეთითაა. უჩვეულოდ ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია. აფსიდის კედლებში სამი სწორკუთხა ნიშია. თითო სარკმელია ეკლესიის დანარჩენ სამ კედელში. ეკლესია შიგნიდან შელესილი და მოხატული ყოფილა. დარბაზი კამარით ყოფილა გადახურული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.