თელავის საცხოვრებელი სახლი (ბ. ახოსპირელის 5)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. დგას ბეგლარ ახოსპირელის ქუჩაზე (№ 5). თარიღდება XIX საუკუნის დასაწყისით. გადმოცემით იგი აუგია ვინმე კუპატაძეს.

სახლი ნახევარსარდაფისა და ბელეტაჟისგან შედგება. ნაგებია კვადრატული აგურით. ამჟამად მნიშვნელოვნადაა სახეშეცვლილიб მთლიანადაა შემინული აივანი. ძველი აივნიდან შემორჩენილია ხის სვეტების თავები და მოხარატებული მოაჯირის ფრაგმენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 1