თეთრეკალა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Lycium | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
თეთრეკალა (Lycium), ფოთოლმცვივანი ან მარადმწვანე ეკლიანი ბუჩქების გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. აქვთ ჯგუფ-ჯგუფად ან მორიგეობით განლაგებული მარტივი, მთლიანი ფოთლები, ორსქესიანი ყვავილები, წვნიანი კენკრა ნაყოფი. სამხრეთამერიკული გვარია. აერთიანებს 100-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყელში. საქართველოში 1 სახეობა გვხვდება (Lycium barbarum); საკმაოდ გავრცელებული მცენარეა, იზრდება ხრიოკ ადგილებზე. დეკორატიულია, იყენებენ ცოცხალ ღობედ. თეთრეკალას ბევრი სახეობა გვალვაგამძლეა, ზოგიერთი ნიადაგის დამლაშებასაც იტანს. გამოსადეგია ხრიოკი ადგილების გასამწვანებლად.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 4, გვ. 638, თბ., 1979
სტატიის