თბილისის 175-ე საჯარო სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სსიპ - ქალაქ თბილისის №175 საჯარო სკოლა
175-ე საჯარო სკოლა
დირექტორი: თინათინ ალავიძე[1]
ტიპი: საჯარო
მოსწავლე: 2608[2]
მისამართი: საქართველო, თბილისი, გლდანის რაიონი,მუხიანის მე-3 მ/რ
ტელეფონი:
ელ. ფოსტა: skola.175@gmail.com

თბილისის 175-ე საჯარო სკოლა (სრული სახელწოდება — სსიპ - ქალაქ თბილისის 175-ე საჯარო სკოლა) — ქალაქ თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. დაარსდა 2005 წელს 184-ე და 175-ე საჯარო სკოლების გაერთიანების შედეგად. მოიცავს A და B კორპუსებს. სკოლის ერთ კორპუსში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 1-6 კლასებისთვის, ხოლო მეორეში — 7-12 კლასებისთვის. [წყარო არ არის მითითებული 1145 დღე]

სკოლის ამჟამინდელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია თინათინ ალავიძე. სკოლაში მუშაობს 133 მასწავლებელი.

სკოლა შედგება ორი შენობისგან. აქვს ორი საკუთარი სტადიონი ხელოვნური და ბუნებრივი საფარით, ორი სპორტული დარბაზი, მოქმედი ბუფეტი და ბიბლიოთეკა, ასევე ორი სააქტო დარბაზი. სკოლაში მოქმედებს ფეხბურთის, ცეკვის, ხატვის და სხვა წრეები. მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან სამედიცინო დახმარებით. სკოლას ემსახურება მანდატურთა სამსახური. სკოლა აქტიურად იღებს მონაწილეობას სახელმწიფო სასკოლო ოლიმპიადებში.[3][4] კლასები არ არის დაკომპლექტებული მოსწავლეთა სიძლიერისა და შესაძლებლობების მიხედვით. [წყარო არ არის მითითებული 1145 დღე]

სკოლა აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ახალგაზრდულ ტურნირებსა თუ შეჯიბრებში. 2019 წელს სკოლამ მიიღო მონაწილეობა წიგნების თაროში.[5]

სკოლა არის საგამოცდო ცენტრი.[6]

სკოლას აქვს მოსწავლეთა თვითმმართველობა.[7]

გომბორის ტრაგედია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 10 ივნისს სკოლის 23 მოსწავლე მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად გაემგზავრა ექსკურსიაზე, გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის სკოლის მე-6 კლასელი მოსწავლე გარდაიცვალა.[8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „როგორ ემზადებიან თბილისის სკოლები 15 თებერვლისთვის – რეპორტაჟი დახურული სკოლებიდან (+ფოტო)“. edu.aris.ge. ციტირების თარიღი: 9 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. სსიპ - ქალაქ თბილისის №175 საჯარო სკოლა
  3. სსიპ – ქალაქ თბილისის 175 საჯარო სკოლა ka-GE. Skolebi.com (14 აგვისტო, 2015). ციტირების თარიღი: 9 მარტი, 2021[მკვდარი ბმული]
  4. ქ.თბილისის #175 საჯარო სკოლა. findglocal.com. ციტირების თარიღი: 9 მარტი, 2021
  5. „თბილისის 175-ე სკოლა vs კაზრეთის მეორე სკოლა“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 9 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  6. 2019 წლის საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი და მარშრუტები. edu.aris.ge. ციტირების თარიღი: 9 მარტი, 2021
  7. „მოსწავლეებში კრეატიული იდეების ნაკლებობაა“ – რატომ ვერ მუშაობს სკოლებში თვითმმართველობები?. edu.aris.ge. ციტირების თარიღი: 9 მარტი, 2021
  8. „გომბორზე მომხდარი ავარიის შედეგად, თბილისის 175-ე სკოლის მე-6 კლასელი გოგონა, 2 მშობელი და 1 ბებია გარდაიცვალნენ“. kvira.ge. 9 ივნისი, 2018. ციტირების თარიღი: 9 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)