თბილისის პოლიცმაისტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისის პოლიცმაისტერი — ქალაქის საპოლიციო სამსახურის უფროსი. თანამდებობა თბილისში დაწესდა 1802 წელს. მას ემორჩილებოდა საქალაქო პოლიცია. პოლიცმაისტერი ექვემდებარებოდა ქალაქის კომენდანტს. საქალაქო პოლიციის სამმართველოში კომენდანტთან ერთად მონაწილეობდა საპოლიციო საქმეთა გადაწყვეტაში. ერთხანს ამ თანამდებობაზე ნაცვლის სახელით ქართველი თავად-აზნაურობის წარმომადგენლები ინიშნებოდნენ, შემდეგ კი — რუსი მოხელეები. არსებობდა 1917 წლამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]