თბილისის მაცხოვრის სამლოცველო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისის მაცხოვრის სამლოცველოსაქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის სამლოცველო, მდგარი თბილისში ალ. დიუმას ქუჩაზე.

პლატონ იოსელიანი თბილისის სიძველეთა ჩამონათვალში ლაპარაკობს მაცხოვრის სამლოცველოზე:

ვიკიციტატა
„მეფის მოედნის მახლობლად მდებარე ქუჩაზე, რომელსაც დღეს პოლიციამ „გრიაზნაია“ შეარქვა, ძველად ეკლესია, ხოლო შემდგომში-მაცხოვრის სამლოცველო მდგარა. იგი რუსთავის მთავარეპისკოპოსების მეტოქი ეკლესია იყო. ამ ქუჩას “ღთუაების“ ქუჩასაც უწოდებდნენ იმ ხელთუქმნელი ხატის პატივსაცემად, რომელიც აქ იყო დასვენებული. ძველი დროიდან ყოველ შაბათ საღამო სამსამლოცველოში დადიოდნენ როგორც მართლმადიდებლები, ისე სომეხი-გრიგორიანელებიც. 1818 წელს მიტროპოლიტ თეოფილაქტემ ეს ხატი საზეიმოდ გადაიტანა სიონის ტაძრის ეგვტერში. ამადგილზე დღეს კერძო სახლი დგას.“

თენგიზ კვირკველია მაცხოვრის ეკლესიაზე წერს:

ვიკიციტატა
„ქალაქის შიგნით დიღმისა დაკოჯრის კარები ერთმანეთს ღვთაების, იგივე მაცხოვრის ქუჩით უკავშირდებოდა. ამ ქუჩაზე მაცხოვრის სახელით აგებული მცირე სამლოცველო იდგა, რომელიც რუსთავის არქიეპისკოპოსის მეტოქს ეკუთვნოდა. XIX საუკუნეში საპოლიციო უწყებამ ქუჩას „Грязная“ შეარქვა. ამ დროს ეს ეკლესია აღარ არსებობდა.“

თბილისის მაცხოვრის სამლოცველოს აშენების თარიღი უცნობია. მაგრამ შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ იგი ქალაქის ერთ-ერთი ძველი ეკლესიაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 107