თბილისის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია — რუსული მართმადიდებლური ეკლესია ვერის ბაღში, ლურჯი მონასტრის სამხრეთ მხარეს (ნიკო ნიკოლაძე ქუჩის დასაწყისიდან).

ეკლესია აიგო მრევლის მიერ შემოწირული და შეგროვებული თანხით. აშენებდნენ სამოქალაქო ინჟინერი კ. ანტონოვი და მოიჯარე ლ. ბაკისოვი. ეკლესია აკურთხეს 1901 წლის 13 მაისს.

სტილიზირებული სახის რუსულ ეკლესიას, რომელიც აღსანიშნავია მისი ადგილმდებარეობის გამო, ძალზე თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ქალაქის მარჯვენა ნაწილის განაშენიანებაში, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ უცხო ელემენტის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 565
  • ბერიძე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება, 1801-1819 წლებში, ტ. 2, თბ., 1963