თარგი:დღის მოვლენები:08-30
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
- 1835 : ქალაქი მელბურნი დაარსდა ავსტრალიაში.
- 1836 : ქალაქი ჰიუსტონი დაარსდა ტეხასის რესპუბლიკაში.
- 1862 : ამერიკის სამოქალაქო ომი — იუნიონის ძალები დამარცხდნენ ბულ რანის მეორე ბრძოლაში.
- 1873 : ავსტრიელმა მკვლევარებმა არქტიკის ოკეანეში ფრანც იოზეფის არქიპელაგი აღმოაჩინეს.
- 1918 : ფაინა კაპლანმა რევოლვერით მძიმედ დაჭრა ბოლშევიკების ლიდერი ვლადიმირ ლენინი, რაც წითელი ტერორის დასაბამი გახდა.
- 1941 : მმო - ლენინგრადის ბლოკადა დაიწყო.
- 1990 : თათრეთმა (გერბი სურათზე) რუსეთის ფედერაციისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
- 1999 : აღმოსავლეთი ტიმორი რეფერენდუმში დამოუკიდებლობას აძლევს ხმას.