თარგის განხილვა:ოფთალმოლოგია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
  • ოფთალმოლოგიის კორიფეები - ასეთი რაღაც ვიკიპედიაში არ იწერება (კორიფეები საერთოდ არ გამოიყენება არც ერთ შემთხვევაში). ალბათ, უნდა გაკეთდეს რაღაც სხვა. გარდა ამისა, ქვეშ არის 'ქართველი ოფთალმოლოგები'. ამას წინათ არაერთგზის წაიშალა სტატია 'ქართველი მოჭიდავეები'. აქაც იგივე შემთხვევაა - მსგავსი ტიპის სტატია ალბათ, არ იქნება სწორი. უმჯობესია ოფთალმოლოგია საქართველოში ან რამე ასეთი. --Henry McClean განხილვაწვლილი 12:14, 20 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
რა თქმა უნდა, ვპ:ნთ-ის დარღვევაა. ამოსაღებია. – BruTe () 12:45, 20 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
გეთანხმებით. — G.G. 16:36, 20 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

თარგის წარსული[წყაროს რედაქტირება]

მადლობა Surprizi-ს, ამ თარგის შექმნა იყო, მისი პირველი გაკვეთილი ჩემთვის ვიკიპედიის რედაქტირების სფეროში. --თერალი განხილვაწვლილი 09:06, 23 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

თარგის მომავალი[წყაროს რედაქტირება]

  1. ეს თარგი ჩაფიქრებული მაქვს, დავხვეწო სულ ბოლოს, და მასში ჩავსვა ყველა ოფთალმოლოგიური თარგი, თითეულ სათაურზე, ასე რომ ამ ეტაპზე მომაწოდეთ ყველა შენიშვნა, დიდად მადლიერი დაგრჩებით ...
  2. როგორ გავაკეთოთ რომ ქვეყნების დროშების გვერდზე არ ჩანდეს ქვეყნის სახელი? ადგილის ეკონმია აქ მნიშვნელოვანია.
    1. გამოიყენეთ თარგი {{დროშანიშანი|ქვეყნის სახელი}}. მაგალითად: {{დროშანიშანი|გერმანია}}-ს თუ დავწერთ, მივიღებთ გერმანიის დროშა. — G.G. 15:06, 23 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
გიორგი ყურადღებისთვის დიდი მადლობა, თქვენს გვერდს გადავხედე, თვალის ერთი გადვლებითაც ბევრი რამე მომეწონა, თქვენის ნებართვით შეგაწუხებთ ხოლმე კითხვებით, თუ არ დამზარდებით. პატივისცემით --თერალი განხილვაწვლილი 18:21, 23 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
მომმართეთ ხოლმე ამ გვერდზე და პასუხსაც იქვე მიიღებთ. — G.G. 20:04, 23 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
  1. არის სადმე, ისეთი თარგის სკრიპტი, რომ ამ თარგში ჩავსვა ჩამოშლადი ქვეთავები?--თერალი განხილვაწვლილი 09:06, 23 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
    1. {{ნავდაფები}} ამათ გადახედეთ, ერთერთი გამოგადგებათ (ალბათ). თუ არა, კონკრეტულად რა და როგორ გინდათ, თქვით და რაიმე მოხერხდება. — G.G. 15:06, 23 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
ეგ ის არაა რაც მე მჭირდება, ხვალ თუ მოვიცალე დავხატავ რაც მინდა და ისე აგიხსნით --თერალი განხილვაწვლილი 18:21, 23 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
დაზუსტება: {{ნავდაფები}}-ს გადახედეთ-მეთქი, რომ დავწერე, ვიგულისხმე არა მარტო ეგ კონკრეტული თარგი, არამედ ნავდაფების მთელი კომპლექტი: {{ნავდაფა}}, {{ნავდაფა ქვეჯგუფი}}, {{ნავდაფა გაშლადი ჯგუფებით}}, {{ნავიგაცია სვეტებით}} და {{ნავდაფები}}. თქვენ რა სტილზე გინდათ, რომ იყოს, თუ არ არის, სიგანეს რამეს მოვუხერხებთ. თუ არ არის, მაშინ სხვა თარგის, {{ინფოდაფა}}, გამოვიყენებთ, თუ არადა სულაც HTML-ზე გავაკეთებთ. — G.G. 20:04, 23 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

საკითხი ”კორიფე”[წყაროს რედაქტირება]

  1. იმ მეცნიერებს, რომლებმაც ოფთალმოლოგის განვითარებაში, ისეთივე დიდი წვლილი შეიტანეს, როგორც მაგალითად ცივილიზაციის განვითარებაში ბორბლის გამოგონება იყო, საინტერესოა რას ეძახიან ვიკიპედიაში? მაგალითად აინშტეინი, არისტოტელე, ლეონარდო ...--თერალი განხილვაწვლილი 09:06, 23 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
მოგესალმებით. შეგიძლიათ, იხილოთ სტატიები ალბერტ აინშტაინი, არისტოტელე და ლეონარდო და ვინჩი და მიხვდებით. პატივისცემით, — G.G. 13:24, 23 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

საკითხი ”ქართული თუ საქართველოს”[წყაროს რედაქტირება]

  1. ”ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების ... ” = გრიგოლ ხანძთელის ქრისტიანული მორალი + აშოტ ბაგრატიონის სახელმწიფო-ქართული იდეოლოგია.
  2. კორიფე ქართველ მეცნიერს - ჯალიაშვილს , რა დავარქვა? იგი ლენინგრადშია დაბადებული, იქვე მუშაობს, ქართულად ძლივს ლაპარაკობს, მაგრამ 150 წლიანი, ქართული ოფთალმოლგიური სკოლის, ერთ-ერთი დედაბოძია, მის გარეშე არ გაზრდილა არც ერთი ქართველი ოფთალმოქირურგი 70-იანი წლებიდან 2000 წლამდე, ამავე დროსი მონაკვეთში არ გამოცემულია არც ერთი ქართული წიგნი მისი თანდგომის გარეშე.
    1. უწოდეთ უბრალოდ ქართველი მეცნიერი და მოაყოლეთ ამას მისი წვლილი. წვლილი იტყვის ყველაფერს მასზე და, დაე, თავად მკითვხველმა გადაწყვიტოს, არის თუ არა კორიფე. თუ არსებობს რაიმე გადამოწმებადი და სანდო წყარო, გამოცემა ან საიტი, სადაც ეს პიროვნება მოხსენიებულია კორიფედ (ანუ თავად სიტყვა „კორიფეა“ ნახსენები), მაშინ შეგიძლიათ ჩაწეროთ ეს სიტყვაც, მხოლოდ იქვე აუცილებლად მიუთითეთ ეს წყაროც, წინადადება კი შეგიძლიათ, ასე დაიწყოთ: „ამა და ამ წყაროს მიხედვით, ჯალიაშვილი აღიარებულია ქართული ოფთალმოლოგიის კორიფედ [1]“, ან რაიმე მსგავსი, სადაც [1] არის სქოლიოს ნომერი წყაროზე (ისარგებლეთ დახმარების ბმულებით: წყაროს მითიება და ლიტერატურის მითითება). გახსოვდეთ, ვიკიპედიაში მთავარი ჭეშმარიტების დადგენა კი არ არის, არამედ გადამოწმებადი ჭეშმარიტების. მახსენდება განხილვა:ინგვი მალმსტინი სადაც ერთი მომხმარებელი გამოთქვამდა პრეტენზიას, რომ არცერთი წყარო არ აფიქსირებდა, რომ იგი იყო უსწრაფესი გიტარისტი, მაგრამ რომ დავარწმუნეთ საწინააღმდეგოში, გაჩუმდა. საერთოდ, სიტყვები უბრწყინვალესი, უძლიერესი და სხვა სხვებზე აღმატებულად წამომჩენი სიტყვების გამოყენებას ვიკიპედიაში ვერიდებით, რადგან ძალიან სუბიექტურად ითვლება. კორიფეც მათ რიცხვს მიეკუთვნება. თქვენთვის შეიძლება ჯალიაშვილი იყოს მამათვარი, ჩემთვის ჯეიმზ ჰეტფილდი ან ძმები რაიტები. დამატებითი სინათლისთვის ამ საკითხზე იხილეთ ვიკიპედიის ოფიციალური პოლიტიკა. — G.G. 14:28, 23 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
  1. ევროპულ-ამერიკული ეთნოფსიქოლოგიისთვის, იმ ქვეყნებში სადაც სახელმწიფოებრივობა მხოლოდ 300 წელი აქვთ, მცნებები ე რ ო ვ ნ ე ბ ა და მ ო ქ ა ლ ა ქ ე ო ბ ა ერთ შინაარსს აღნიშნავს.
    განსხვავებაა იტალიაში, საბერძნეთში, კორსიკაზე, სიცილიაში, ირლანდიაში. კავკასიური- ძირითადად ქართული, 3000 წლოვანი, ცივილიზაცა-ეთნოფსიქოლოგიისათვის ესეთი 300 წლიანი ევრო-ამერიკული მიდგომა ძაან ზედაპირულია, ჩვენ ეთნო ფსიქოლოგიას უფრო სხვა სიღრმე-სიმაღლეები აქვს. ევროპულ-ამერიკული ეთნოფსიქოლოგიის კალკების კოპი-პეისთით კოპირება ხიბლებს და გმობას ვერ აგვაცილებს, ჩვენი მორალი მათ კანონებზე მრავალჯერ უფრო საუკუნეობრივად პ რ ე ც ე ნ დ ე ნ ტ უ ლ ი ა. (ანუ ახალ სახელმწიფოებში კანონს იღებენ, რაიმე პრეცენდენტის შემდეგ. ჩვენთან, კი ერის დიდი გამოცდილების გამო ეს უკვე თითქმის მორალშია, )
  2. ვიკიპედიას ჩვენ ჩ ვ ე ნ ი უნდა შ ე ვ მ ა ტ ო თ და არა ვიკიპედიამ კი არ უნდა გადაგვაკეთოს.
  3. არც თითეული ჩვენთაგანით იწყებს და მთავრდება ”ქართველი” და ”საქართვლო”.
  4. ”ქართველი” და ”საქართვლო” 3000 წლოვანი ცივილიზაციური მონაპოვარია, მის გადაკეთებას რომც ვინმემ მოინდომოს ფართო მაშტაბით ვერ მოახერხებს. ვიწრო ვიკის სფეროში ეს მისთვის მუმლივით იქნება. --თერალი განხილვაწვლილი 09:06, 23 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]


ფორმულირება ”ქართველი მეცნიერი” , ”ქართველი ოფთალმოლოგი” ჩემთვის და ჩემისთანა ტრადიციული ქართული ეთნოფსიქოლოგიის მომხრეებისათვის მისაღებია. პატივიცემით --თერალი განხილვაწვლილი 18:29, 23 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
  • მომიტევეთ, აქ იმიტომ ვწერ, ამ საწითხს, რომ დრო არ მექნება დღეს სხვაგან შეხედვის (ეს ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი იქნება ყოველთვის).
  • ჯერ ეს ვიკმაროთ, უამრავი კითხვები მაქვს დახმარების მსურვლეთათვის.
  • პ.ს. ჯერ ვერ გავერკვიე აქ, დახმარებისთვის ვის რაზე მივმართო, მონაწილეთა ნ ი უ ა ნ ს უ რ ი სპეციალიზაციები როგორაა გადანაწილებული ქართულ ვიკიში მაინტერესებს. კატეგორიზატორები, მეთარგეები, აქაური ალგორითმის მცოდნეები, აქური მთლიანი სტურქტური მცოდნეები, და ა.შ.
    • ვიკიში კატეგორიზატორები, მეთარგეები, აქაური ალგორითმის მცოდნეები, აქური მთლიანი სტურქტური მცოდნეები, როგორც ასეთი, ნ ი უ ა ნ ს უ რ ი სპეციალიზაციების მიხედვით არ გვაქვს დანაწილებული. ყველა (მათ შორის, თქვენც) ვწერთ იმ საკითხებზე, რაც გვაინტერესებს და ნიუანსებშიც ზოგი მეტად, ზოგიც ნაკლებად ვერკვევით. მაგრამ მაინც ერთი-ორი სიტყვით:
ისევ უღრმესი მადლობა, ბატონო გიორგი. პატივისცემით --თერალი განხილვაწვლილი 18:35, 23 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
  1. გთხოვთ შენიშვენბი ქვეთავებში, თემატიკის მიხედვით მომწეროთ. პატივიცმეით --თერალი განხილვაწვლილი 09:06, 23 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]