თამაზ ძოწენიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამაზ ძოწენიძე (დ. 10 ნოემბერი, 1935, ქუთაისი) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო გეოლოგიის ფაკულტეტი.

1960-1962 წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება „მთავართბილმშენის“ სამშენებლო სამმართველო „თბილმიწქვეშგზამშენში“ მშენებელ ოსტატად. 1962-1964 წლებში იმავე სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის რუსთავის სამშენებლო სამმართველო „მეტალურგმშენში“ სამუშაოთა მწარმოებლად. 1964-1974 წლებში N5 სამშენებლო სამმართველოში მთავარ ინჟინრად, უფროსად. 1977-1983 წლებში იყო სსრკ „მშენბანკის“ საქართველოს განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, მთავარი ინჟინერი. 1983-1990 წლებში საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ „საქმშენინდუსტრიის“ მმართველის მოადგილე ეკონომიკის დარგში. 1991-1992 წლებში თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ „ინჟმშენის“ მმართველი. 1992-1994 წლებში თბილისის კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 1995-1997 წლებში მუშაობდა სს პრივატიზაციის სპეციალიზებული-საინვესტიციო ფონდ „მთავარინვესტის“ მმართველად. 1998-2003 წლებში იყო სააქციო საზოგადოებების „ლაოს“, „სპეცჰელიოთბომონტაჟის“, „მეგობრობის“, „ვერძი-94“ — ისა და „ბიზნესცენტრი საშენი მასალების“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ხელმძღვანელობდა სასოფლო-სამეურნეო და ზოოვეტერინალური ინსტიტუტების, სამხატვრო აკადემიისა და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასწავლო კორპუსების, გამოთვლითი და მართვითი მანქანების ქარხნის, ფარმაცევტული და უქსოვადი ქსოვილების ფაბრიკების, ტაბახმელის ბიოკომბინატის I რიგის, კავშირგაბმულობის სახლის (თბილისში), სკოლების, საბავშვო ბაღების, საცხოვრებელი სახლებისა და სხვა ნაგებობების მშენებლობას.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შრომის ვეტერანი
  • ღირსების ორდენი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 682-683

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]