თაგვეთის არალეგალური სტამბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თაგვეთის არალეგალური სტამბა — ისტორიული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ თავგვეთში, თრიალეთის ქედზე, ხელოვნური ე.წ. ღამურა კლდის გამოქვაბულში (8X3 მეტრზე). აქ 1906-1907 წლებში ხაშურის (მიხაილოვო) სოციალურ-დემოკრატიული ჯგუფის თაოსნობით მოქმედებდა არალეგალური ბოლშევიკური სტამბა. მის მოწყობაში მონაწილეობა მიიღეს რევოლუციონერებმა: ძმებმა ს. და მ. ჯაფარიძეებმა, ვ. და ლ. ხოზბერიძეებმა, ლ. გაჩეჩილაძემ, ო. ჩუბინიშვილმა. მათ ჯერ ხაშურში, ვ. და ლ. ხოზბერიძეების ბინაზე, სცადეს სტამბის გამართვა, შემდეგ სოფელ ცხრამუხაში, ა. ბირკაძის ოჯახში, მაგრამ საქმის მოგვარებას ხელი შეუშალა სახანავ-ავარსაკის დამსჯელი რაზმის თარეშმა. ამიტომ ძნელად მისადგომ ადგილზე, კლდეში გამოკვეთეს ხელოვნური გამოქვაბული, ნაწილ-ნაწილ გადაიტანეს შრიფტი, სხვა მოწყობილობა და მოაწყვეს სტამბა. არალეგალურ სტამბაში დაბეჭდილი ლიტერატურა და პროკლამაციები ვრცელდებოდა ხაშურში, ბორჯომში, ქარელსა და ფოთში. სტამბამ 1907 წლამდე იარსება. სტამბაში დაბეჭდილი მასალა ინახება ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]