ზიგომიცეტები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ზიგომიცეტები | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Zygomycetidae | ||
| დაცვის სტატუსი | ||
ზიგომიცეტები (Zygomycetidae) — უმდაბლესი სოკოების ქვეკლასი ფიკომიცეტების კლასისა. აქვთ კარგად განვითარებული, უფრო ხშირად დაუნაწევრებული მიცელიუმი. სქესობრივი პროცესი ზიგოგამიის ტიპისაა. უსქესო გამრავლება ხდება სპორანგიუმებში წარმოქმნილი უმოძრაო სპორანგიოსპორებით, უმრავლესობისა — კონიდიუმებით. ზიგოგიცეტებს ყოფენ რამდენიმე რიგად, რომელთაგან უფრო გავრცელებულია მუკორისნაირნი და ენტომოფთორასნაირნი.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 519, თბ., 1979 წელი.