ზიარის სადგომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზიარის სადგომი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარში. სოფლის სამხრეთით 2-3 კილომეტრზე ტყეში, შორიხევის (მდინარე ლაკბის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. განეკუთვნება შუა აშელის ხანას.

ძეგლი 1977 წელს გამოავლინა კახეთის ქვის ხანის რაზმმა. ნაპოვნია კაჟის 12 ნივთი, ერთი ამორფული ნუკლეუსი და ანატკეცები. მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნიკურ საცავში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]