ზვირთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„ზვირთი“ — ქართული ყოველკვირეული პოლიტიკური, ეკონომიკური და ლიტერატურული მუშათა გაზეთი, სოციალ-ფედერალისტური მიმართულების ორგანო; გამოდიოდა თბილისში 1915-1917 წლებში. 1915 წელს № 1 - № 12; 1916 წელს № 13- № 63; 1917 წელს № 64 - № 84. გაზეთში ძირითადად თანამშრომლობდნენ მუშები. მას პოლემიკა ჰქონდა სხვა მიმართულების გაზეთებთან („თანამედროვე აზრი“, „საქართველო“ და სხვა). ზვირთის რედაქტორ-გამომცემელი იყო ივანე დუშურაშვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]