ზემო ჯოჭოს განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ჯოჭოს განძიგვიანი ბრინჯაოს ხანის კოლხეთის მატერიალური კულტურულის ძეგლი სოფელ ზემო ჯოჭოს ადგილ — სარახიადან. აღმოაჩენილია 1960 წელს მიწის სამუშაოების დროს.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განძი შედგებოდა ბრინჯაოს ხუთი ცულისა და ბრინჯაოსავე ზოდებისაგან. განძი დაცულია აჭარის სახელმწიფო მუზეუმში (კოლექცია №973/6812-980/6819)[1].

ზემო ჯოჭოს ცულებიდან ერთზე შუა წიბური მიდის სატარის შუამდე და შემდეგ დაბლა ეშვება სატარე ხვრელის უკანა პირის პარალელურად. სხვა ცულებისაგან განსხვავებით, ამ ცულს აქვს მახვილი, მორკალური ყუა. დანარჩენების ყუა მახვილი და უკან დაქანებულია. მათ აქვთ წვეტიან-ოვალური სატარე ხვრელი, ექვსად დაწახნაგებული ტანი და გორდა, რამდენიმე ასიმეტრიული პირი. ზემო ჯოჭოს ცულები, ერგეს განძის ცულებთან შედარებით, უფრო მასიურებია. ზოგ მათგანს იმდენად მაღალი პირი აქვს, რომ ძნელია დაბეჯიტებით იმის თქმა, ეს ცულები I თუ III სახეობას ეკუთვნიან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ალ. რამიშვილი, „კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიიდან“: სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ბრინჯაოს ნაწარმი. - ბათუმი: საბჭ. აჭარა, 1974.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დ. ქორიძე, კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965, გვ. 13-14