ზემო კაჭრეთის სადგომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო კაჭრეთის სადგომი — არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი კაჭრეთის, სამხრეთ დასავლეთით 5-6 კილომეტრზე. გვიანდელი შუა საუკუნების ნასოფლარ ბეჟანბაღში, სარწყავი არხის მარჯვენა მხარეს. განეკუთვნება მუსტიეს ხანას.

ღია სადგომი ბეჟანბაღი, 1970 წელს გამოავლინა კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ქვის ხანის შემსწვალელმა რაზმმა (ხელმძღვანელი თ. ბუგიანიშილი). ბეჟანბაღის ნახნავებში ნაპოვნია მონაცრისფროდ ღრმად პატინირებული კაჟის იარაღი. ლევალუაურ ლამლაზე დამზდაებული დანა, სახოკი არალევალუაურ დაბალ, ფართო ანატკეცზე გაკეთებული, სწორსამუშაოპირიანი განივი სახოკი და მოგრძო, მასიურ ნატეხზე გაფორმებული ლიმასი.

მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]