ზემო კაჭრეთის მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო კაჭრეთის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის ჩრდილოეთ–აღმოსავლეთით 1,5 კმ–ზე, მთაზე.

ეკლესია საძირკვლამდეა დანგრეული და მისი გეგმა ბოლომდე არ იკითხება (მიახლოებითი ზომები – 11,9x7,5 მ). ნაეკლესიარზე ხეებია ამოსული. ძეგლი ნაგები ყოფილა მსხვილი რიყის ქვითა და დუღაბით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი ჰქონია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]