ზემო ამირნის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ამირნის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ამირნის აღმოსავლეთ განაპირას, მთის ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკის ზედა ნაწილი მონგრეულია, შემორჩენილია მისი მხოლოდ სამი სართული და მეოთხე სართულის მცირე ნაწილი. კოშკი ზურგიანია, ნაგებია ნატეხი ქვით. გარეთა კუთხეების წყობაში მოზრდილი ქვებია გამოყენებული. შემოსასვლელი სწორ კედელში მეორე სართულის დონეზეა, ჩრდილოეთით. კარის ქვეშ პირველი სართულის სწორკუთხა სარკმელია, მას საფეხურებიანი ძირი აქვს. მეორე სართულის გრძივ კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია. მესამე სართულის კედლები ყრუა. მეოთხე სართულის სწორ კედელში შემორჩენილია აივანზე გასასვლელი კარის კვალი. კოშკის სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა, შემორჩენილია კოჭების ბუდეები. სართულები ერთმანეთს ხის კიბით უკავშირდებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]