ზეგაანის ქაშუეთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზეგაანის ქაშუეთის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანის დასავლეთით 2 კმ-ში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესა დარბაზულია (7x4,55 მ), ნაგებია მსხვილი და საშუალო რიყის ქვითა და დუღაბით. ალაგ-ალაგ კედლებში რიყის დიდი და ბრტყელი ქვებია ჩართული. წყობა ირეგულარულია, დაზიანებულია. კედლები 2,3-2,5 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. ეკლესია უაფსიდოა, შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი თაღოვანია. აღმოსავლეთით კედელში სარკმელია გაჭრილი (შემორჩენილია ქვედა ნაწილი). საკურთხევლის სამხრეთით და ჩრდილოეთით კედლებში თითო პატარა სწორკუთხა ნიშაა. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ტრაპეზია მიდგმული. ჩრდილოეთ კედელში შემორჩენილია სარკმლის ძირი. ეკლესიის სამხრეთით 30 მეტრზე ქვითა და დუღაბით ნაგები სწორკუთხა საწნახელი დგას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]