ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კეპლერის ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენი, SN 1604.
ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენი 1987A

ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენი (ინგლ. SuperNova Remnant, SNR) — გაზისა და მტვრის წარმონაქმნი, ვარსკვლავის კატასტროფული აფეთქებისა და მისი ზეახალ ვარსკვლავად გადაქცევის შედეგი. აფეთქების დროს ზეახალი ვარსკვლავის ქერქი ყველა მიმართულებით იფანტება, წარმოქმნის რა უზარმაზარი სიჩქარით მზარდ დამრტყმელ ტალღას, რაც ქმნის კიდეც "ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენს".

არსებობს ზეახალი ვარსკვლავის წარმოქმნის ორი გზა:

ორივე შემთხვევაში ზეახალი ვარსკვლავის აფეთქება გარშემო სივრცეში გამოისვრის მთელ ან თითქმის მთელ ვარსკვლავური ნივთიერებას სინათლის სიჩქარის დაახ. 1% სიჩქარით, რაც დაახლოებით 3000 კმ/წამშია. გამოფრქვეული ნივთიერების შეხება ვარსკვლავთშორის გაზებთან წარმოქმნის დამრტყმელ ტალღას, რომელიც გაზს აალებულ პლაზმად აქცევს, ახურებს რა მას 10 მილიონ კელვინამდე.

შესაძლოა ყველაზე ლამაზი და კარგად გამოკვლეული ახალგაზრდა ნარჩენი იყო 1987 წელს წარმოქმნილი ზეახალი ვარსკვლავი SN 1987A-სგან დიდი მაგელანის ღრუბელში. სხვა კარგად ცნობილი ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენები იყო კიბორჩხალსახის ნისლეული, წარმოქმნილი შედარებით ბოლოდროინდელი აფეთქებით (1054 წელს); ასევე ზეახალი ვარსკვლავი ტიხოს ნარჩენი (SN 1572), სახელი ტიხო ბრაგესგან დაერქვა, რომელიც აკვირდებოდა და დააფიქსირა მისი პირველდაწყებითი სიკაშკაშე აფეთქებიდან მცირე ხანში 1572 წელს; და სუპერნოვა კეპლერის ნარჩენი (SN 1604) - იოჰან კეპლერის სახელზე.


იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]