კიბორჩხალსახის ნისლეული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კიბორჩხალისებრი ნისლიანობა (Messier 1, NGC1952) — ნისლეული კუროს თანავარსკვლავედში, რომელიც ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენს წარმოადგენს. მდებარეობს 6500 სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან. მისი დიამეტრი 6 სინათლის წელს შეადგენს და ფართოვდება 1000 კმ/წ სისწრაფით. ნისლეულის ცენტრში მდებარეობს ნეიტრონული ვარსკვლავი.

აღმოჩენის ისტორია[რედაქტირება]

„კიბორჩხალსახის ნისლეული“ წარმოადგენს ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენებს რომელიც არაბული და ჩინური წყაროებით აფეთქდა 1054 წლის 4 ივლისს. აფეთქების ნათების ხილვა შესაძლებელი იყო შეუიარაღებელი თვალით და დღის ნათების მიუხედავად 23 დღის განმავლობაში. პერველად აღმოჩენილი იყო ჯონ ბევისის მიერ 1731 წელს, და ხელმეორედ 1758 წელს შარლ მესიეს მიერ. სახელწოდება „კიბორჩხალსახის ნისლეული“ მიიღო ასტრონომ უილიამ პარსონსის ნახატის გამო, რომელმაც 36 დუიმიანი ტელესკოპი 1844 წელს გამოიყენა დასაკვირვებლად. ამ ნახატზე ნისლიანობა კიბორჩხალას წააგავდა. შემდგომ დაკვირვებისას 1848 წელს გამოიყენა ახალი 72 დუიმიანი ტელესკოპი და უფრო ზუსტი ნახატი გამოიყვანა, მაგრამ „კიბორჩხალსახის ნისლეული“ სახელი შერჩა.

საინტერესო თვისებები[რედაქტირება]

პულსარი[რედაქტირება]

კიბორჩხალისებრი ნისლიანობა ინფრაწითელ დიაპაზონში (Spitzer Space Telescope)

ნისლიანობის ცენტრში მდებარეობს პულსარი PSR B0531+21, რომელიც ნეიტრონულ ვარსკვლავს წარმოადგენს, რომელიც ზეახალი აფეთქების შემდგომ დარჩა იმისთვის რომ გამოგვეცნო რომ პულსარები ნეიტრონულ ვარსკვლავს წარმოადგენს. ამ პულსარის ბრუნის სისწრაფე თავის ღერძის გარშემო 30 ბრუნს წამში უტოლდება.

გამოსხივება რეგისტრირდება აგრეთვე ელექტრომაგნიტურ სპექტრში, რადიო-დიაპაზონით დაწყებული და γ-გამოსხივებით დამთავრებული.

ტელესკოპების გამართვა[რედაქტირება]

კიბორჩხალსახის ნისლეული. ეს გამოსახულება მიღებულია მონაცემების შერწყმით - ოპტიკური დიაპაზონიდან (წითელი) ჰაბლის ტელესკოპიდან და რენტგენული გამოსახულებებისა (ლურჯი) ჩანდრას ტელესკოპიდან.

კიბორჩხალსახის ნისლეული საკმაოდ ხშირად გამოიყენება ტელესკოპების გასამართად რენტგენულ ასტრონომიაში. ის საკმაოდ კაშკაშა რენდგენულ დიაპაზონში, თანაც ენერგიის ნაკადის სიმკვრივე საკმაოდ მრუდია, რაც პულსარებში გამონაკლისია. ხშირად რენტგენულ ასტრონომიაში ნაკადის სიმკვრივის გაზომვის ერთეულად „Crab“ და „milliCrab“-ს იყენებენ. სიკაშკაშით რენტგენულ დიაპაზონში კიბორჩხალსახის ნისლეულის მხოლოდ რამდენიმე წყაო თუ აღემატება. ზუსტი პერიოდული სიგნალი, რომელსაც პულსარი ასხივებს, რენტგენულ ტელესკოპებში გამოიყენება დროის ინტერვალის გასაზომად და შესამოწმებლად

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

М1 მდებარეობს ვერძის თანავარსკვლავედში


ლიტერატურა[რედაქტირება]

  1. Journal of Astronomy, part 9, chapter 56 of Sung History (Sung Shih) first printing, 1340. (Facsimile on the frontispiece of Misner, Thorne, Wheeler Gravitation, 1973.)
  2. Mitton, S. «The Crab Nebula», Charles Schribner’s Sons, 1978.
  3. Ruderman, Malvin A. Highlights of Modern Astrophysics: Old and New Neutron Stars, pp.21-44. ISBN 0-471-82421-6, Stuart L. Shapiro and Saul A. Teukolsky. 1986.
  4. Manchester R. & Taylor J. «Pulsars», Freeman, 1977
  5. Lyne, A. G. & Graham-Smith F. «Pulsar astronomy», Cambridge University Press, 1998

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]