ზარიძეების სამარხი
ზარიძეების სამარხი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების მახლობლად, მდინარე ქუსნოს სათავესთან, ადგილ ცეროდანში. განეკუთვნება VI-VII საუკუნეებს. 1982 წელს წყლის მიერ დაზიანებულ ქვის სამარხში აღმოჩნდა სარდიონის სასანური გემა წვეროსანი მამაკაცის ბიუსტის გამოსახულებით, მძივები და კავადის ვერცხლის ორი დრაქმა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჯორბენაძე ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 381.