ზარიძეები (თიანეთის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზარიძეები (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ზარიძეები

ზარიძეების ეკლესია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თიანეთის მუნიციპალიტეტი
თემი ზარიძეები
კოორდინატები 42°08′12″ ჩ. გ. 44°53′49″ ა. გ. / 42.13667° ჩ. გ. 44.89694° ა. გ. / 42.13667; 44.89694
ადრეული სახელები ჩიტაურთკარი
ცენტრის სიმაღლე 1300
მოსახლეობა 298[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზარიძეები (თიანეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ზარიძეები (თიანეთის მუნიციპალიტეტი)
ზარიძეები (თიანეთის მუნიციპალიტეტი) — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ზარიძეები (თიანეთის მუნიციპალიტეტი)

ზარიძეები (ყოფილი ჩიტაურთკარი) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ზარიძეები, ბუჭყინტა, ვერხველი, იარაჯულები, ლახატო, ზემო შარახევი, ზენამხარი, ივლიანთგორი, საკრეჭიო, ქვემო შარახევი, ხოფცა ჯიჯეთი).[1]

მდებარეობს ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ქუსნოს (ივრის აუზი) ნაპირზე. ზღვის დონიდან 1300 მ, თიანეთიდან 7 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა[2].

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 298 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 439[3]
2014 298

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში არის XVIII საუკუნის ზარიძეების ეკლესია და გვიანდელი შუა საუკუნეების სეროდანის კოშკი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 486.
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2. თბილისი, 2004, გვ. 381

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]