ზავროპოდები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზავროპოდები (ლათ. Sauropoda), ამომწყდარი ქვეწარმავლების ქვერიგი ხვლიკმენჯა დინოზავრების რიგისა. ცხოვრობდნენ იურულ და ცარცულ პერიოდებში. ზავროპოდები ერთ-ერთი უდიდესი (30 მ-მდე) ცხოველები იყვნენ ოდესმე არსებულთა შორის. ჰქონდათ მასიური, მაგრამ შედარებით მოკლე სხეული, მსხვილი ფეხები, გრძელი კისერი და კუდი, პატარა თავი. ბინადრობდნენ დიდ ტბებში, შიდა მატერიკულ ზღვებში და სხვა. ქვერიგში 2 ოჯახის მრავალი გვარი და სახეობაა (დიპლოდოკი, აპატოზავრი ანუ ბრონტოზავრი, ბრაქიოზავრი, კამარაზავრი და სხვა). ზავროპოდების მრავალრიცხოვანი ნაშთები ნაპოვნია ყველა მატერიკზე.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 4, გვ. 471, თბ., 1979