დიპლოდოკი
ვიკიპედიიდან
დიპლოდოკი (Diplodocus), ამომწყდარი ქვეწარმავლების გვარი ხვლიკმენჯა დინოზავრების რიგისა. სხეულის სიგრძე 25 მ აღწევდა. ჰქონდათ ძალიან გრძელი კისერი და კუდი, შედარებით პატარა თავი. ცნობილია რამდენიმე სახეობა. იკვებებოდნენ მცენარეებით. დიპლოდოკის ნაშთები ნაპოვნია აშშ-ში იურული პერიოდის ნალექებში.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 3, გვ. 563, თბ., 1978

