ვოსტოკ-2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვოსტოკ-2 იყო საბჭოთა კოსმოსური ხომალდი, რომლის მეშვეობითაც კოსმოსში გაფრინდა კოსმონავტი გერმან ტიტოვი, რომელმაც ორბიტაზე ერთი დღე დაჰყო ადამიანის ორგანიზმზე უწონობის ზეგავლენის შესასწავლად.

იური გაგარინისგან განსხვავებით გერმან ტიტოვმა გამოსცადა (წარმატებით) ხომალდის ხელით მართვა ხანმოკლე დროის განმავლობაში.

გაფრენა თითქმის მთლიანად წარმატებული იყო, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე არასასიამოვნო მომენტს: გერმან ტიტოვი იყო პირველი, ვინც გადაიტანა ე.წ. კოსმოსური ავადმყოფობა, რაც ხანგრძლივი უწონადობის შედეგი იყო. ხელსაწყოების გაუმართაობის შედეგად ხომალდში ტემპერატურამ დაიწია 6.1 °C. ატმოსფეროში შესვლისას ხომალდის ორი მოდული დროზე არ დასცილდა ერთმანეთს.