ვოლტმეტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცვლადი დენის ვოლტმეტრი

ვოლტმეტრი — ელექტრულ წრედში ემძ-ის, პოტენციალთა სხვაობის ან ძაბვის საზომი ელექტრული ხელსაწყო. ვოლტმეტრს, დატვირთვის ან ელექტრული ენერგიის წყაროსთან რთავენ პარალელურად.

ელექტროტექნიკაში, ძაბვის გაზომვა ყველაზე ხშირად გაიგივებულია, პოტენციალთა სხვაობის გაზომვასთან.

ვოლტმეტრის ჩვენებების სწორად ასახვისათვის, საჭიროა გაითვალისწინებულ იყოს მისი როგოც ელექტრული მექანიზმის გავლენა მიერთებულ ელექტრულ სისტემასთან. იდეალურ ვოლტმეტრს უნდა ჰქონდეს უსასრულოდ დიდი შიდა წინაღობა. შესაბამისად, რაც უფრო მაღალია რეალური ვოლტმეტრის შიდა წინაღობა, მით ნაკლები გავლენა აქვს მოწყობილობას გასაზომ ობიექტზე და შესაბამისად უფრო მაღალი იქნება მისი გაზომვის სიზუსტეც.

1745 წელს მსოფლიოში პირველი ვოლტმეტრი შექმნა რუსმა ფიზიკოსმა გ. რიხმანმა და მას „ელექტრული ძალის მაჩვენებელი“ უწოდა. „მაჩვენებლის“ მოქმედების პრინციპი გამოყენებული იქნა თანამედროვე ანალოგურ ელექტროსტატიკურ ვოლტმეტრებში.

განასხვავებენ ორი ტიპის ვოლტმეტრს: ანალოგურს და ციფრულს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]