ვოლოშური ცხვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვოლოშური ცხვარი — უხეშმატყლიანი ცხვრის ჯიში სახორცე-სამატყლე მიმართულებისა. გრძელტანიანი და გრძელცხიმკუდიანია. ერკემლის მასაა 60–80 კგ, ნერბისა — 50–60 კგ. წელიწადში მატყლის ნაპარსი ერკემლისა 3–5 კგ. ნერბისა 2–4 კგ. მატყლი უხეშია, არაერთგვაროვანი, კულულის სიგრძე 12–20 სმ. საკლავის გამოსავალი 55%-ს აღწევს. ვოლოშური ცხვარი ფართოდ გამოიყენეს წმინდამატყლიან ცხვართან შესაჯვარებლად, რის შედეგადაც მიიღეს წმინდამატყლიანი ცხვრის ძვირფასი ჯგუფი, რომელსაც საუკეთესო ხარისხის მატყლი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]