ვლადიმირ შეიკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადიმირ შეიკო

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 11 იანვარი, 1962(1962-01-11) (62 წლის)
დაბ. ადგილი ხარკივი
ვლადიმირ შეიკო ვიკისაწყობში

ვლადიმირ ალექსანდროვიჩ შეიკო (დ. 11 იანვარი, 1962, ხარკივი) ― უკრაინელი დირიჟორი, არტ-დირექტორი და უკრაინული რადიოს საპატიო აკადემიური სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი, უკრაინის სახალხო არტისტი (2015), უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატი (2019).

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვლადიმირ შეიკო 1962 წლის 11 იანვარს ხარკივში დაიბადა. 1981 წელს პოლტავის მიკოლა ლისენკოს სახელობის მუსიკალური სასწავლებელი დაამთავრა როგორც პიანისტმა და მუსიკის თეორეტიკოსმა. 1988 წელს კიევის კონსერვატორია „საოპერო-სიმფონიური სადირიჟორო“ (პროფესორი სტეფან ტურჩაკი) და „ქოროს სადირიჟორო“ (პროფესორი ლევ ვენედიქტოვი) განხრით დაამთავრა. 1989-1991 წლებში მოსკოვის დიდ თეატრში სტაჟირებას გადიოდა (ხელმძღვანელი ფუატ მანსუროვი).

ჯილდოები და წოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • III ხარისხის ღირსების ორდენი (2020 წლის 9 ნოემბერი)[1]
  • მეგობრობის ორდენი (2013 წლის 10 სექტემბერი)[2]
  • უკრაინის სახალხო არტისტი (2015 წლის 9 ნოემბერი)[3]
  • უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (2003 წლის 21 მაისი)[4]
  • უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული პრემია (2019 წლის 7 მარტი)[5]
  • უკრაინის მინისტრთა კაბინეტის საპატიო სიგელი (2012)
  • უკრაინის კულტურის სამინისტროს საპატიო ნიშანი (2012)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]