ვლადიმირის სასახლე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვლადიმირის სასახლის ფასადი ნევიდან.
სასახლის მთავარი კიბე.

ვლადიმირის სასახლე (რუს.: Владимирский дворец) იყო ბოლო საიმპერატორო სასახლე, რომელიც აიგო სანქტ-პეტერბურგში, რუსეთი. სასახლის პროექტი ეკუთვნის არქიტექტორთა ჯგუფს (ალექსანდრე რეზანოვი, ანდრეი ჰუნი, იორონიმ კიტნერი, ვლადიმირ შრეტერი), განკუთვნილი იყო ალექსანდრე II-ის ძის, დიდი თავადი ვლადიმირ ალექსანდროვიჩისთვის. მშენებლობა გრძელდებოდა 1867-72 წლებში.

მარმარილოსა და ზამთრის სასახლეების მსგავსად ვლადიმირის სასახლის წინა ფასადი სასახლეების სანაპიროს გადაჰყურებს, ვინაიდან მდ. ნევის სანაპირო რუსული არისტოკრატიისთვის განსაკუთრებით ღირსშესანიშნავი ხედი იყო. შენობის ფასადი, მდიდარი ბათქაშის ორნამენტებით, გადმოღებულია ლეონ ბატისტა ლებერტის ფლორენციული სასახლიდან.

სასახლე და მისი სატელიტი შენობები მოიცავს 360 ოთაცს, თითოეული მათგანი განსხვავებულ ისტორიულ სტილშია: ნეორენესანსი (მისაღები ოთახი, შემოსასვლელი), გოტიკური აღორძინება (სასადილო დარბაზი), რუსული აღორძინება (მუხის დარბაზი), როკოკო (თეთრი დარბაზი), ბიზანტიური სტილი (კაბინეტი), ლუი XIV, სხვადასხვა აღმოსავლური სტილები და მისთ. ინტერიერის ამგვარი ორნამენტაცია მე-19 საუკუნის ისტორიციზმის უმნიშვნელოვანეს მონუმენტად ითვლება.