ვლადიმერ სალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადიმერ სალაძე

ვლადიმერ ერემიას ძე სალაძე (დ. 1906, ზესტაფონი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 1985, თბილისი, საქართველოს სსრ) — საბჭოთა სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. კომპარტიის წევრი (1931)

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1924 წელს შევიდა კომკავშირის რიგებში; 1932 წლამდე ფიზიკურ შრომას ეწეოდა; ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში გამოიჩინა თავი, როგორც სტახანოვური შრომის ოსტატმა; 1937 წელს დაინიშნა თბილისის ავტოსარემონტო ქარხნის დირექტორად; 1939 წლიდან თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგიელდ მუშაობდა; 1942–1948წწ. იყო თბილისის გ. დიმიტროვის სახელობის N31 საავიაციო ქარხნის დირექტორი, 1948 წლიდან საქართველოს სსრ მინისტრათა საბჭოსთან არსებული გზათა მთავარი სამმართველოს უფროსია; 1936 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 15 წლისთავთან დაკავსირებით, როგორც სტახანოვური მოძრაობის ერთ-ერთი ინიციატორი, იყო მონაწილე ქართველი ხალხის დელეგაციისა, რომელიც კრემლში სტალინმა მიიღო. არჩეული იყო სსრკ და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]