ვლადიმერ არსენიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადიმერ არსენიევი

ვლადიმერ არსენიევი (დ. 29 აგვისტო, 1872, სანქტ-პეტერბურგი ― გ. 4 სექტემბერი, 1930, ვლადივოსტოკი) — რუსი მოგზაური, ეთნოგრაფი და მწერალი, შორეული აღმოსავლეთის მკვლევარი.

ბიოგრრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1902-1903 წლებში ტოპოგრაფიული, გეოგრაფიული და სამხედრო-სტატისტიკური თავსაზრისით შეისწავლა სამხრეთ ზღვისპირეთი. 1906-1910 წლებში გამოიკვლია სიხოტე-ალინის მთები, რომელიც მანამდე თეთრ ლაქად მიიჩნეოდა. 1918 წელს იმოგზაურა კამჩატკაზე, 1923 წელს კი კომანდორის კუნძულებზე. 1926 წელს შეისწავლა ამურის მარჯვენა ნაპირი. მუშაობდა პედაგოგად შორეული აღმოსავლეთის უნივერსიტეტში. მონაწილეობდა იქაური მუზეუმების შექმნაში. მისი ნაშრომებია „უსურის მხარეში“, „დერსუ უზალა,“ „სიხოტე ალინის მთებში“ და სხვა. მის ნაწარმოებს ეფუძნება აკირა კუროსავას ფილმი „დერსუ უზალა“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]