ვილენ გაბაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვილენ გაბაშვილი
დაბადების თარიღი 3 ნოემბერი, 1936 (1936 -11-03) (87 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა უნივერსიტეტი

ვილენ გაბაშვილი (დ. 3 ნოემბერი, 1936, თბილისი) — საქართველოს დამსახურებული ინჟინერი. 1997 წელს გადაეცა ღირსების ორდენი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1936 წლის 3 ნოემბერს. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა უნივერსიტეტში. 1960 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ „ამიერკავკასმეტალურსმშენის“ სისტემაში - უბნისა და საამქროს უფროსად, სამუშაოთა მწარმოებლად, მშენებელ ოსტატად; 1960–1965 წლებში რკინაბეტონის კონსტრუქციების ქარხანაში მთავარ ინჟინრად; 1965–1966 წლებში იყო ამავე ტრესტის ქიმიური და მეტალურგიული მრეწველობის ობიექტების სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1967–1969 წლებში ტრესტის მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1971–1972 წლებში ტრესტ „საქმშენინდუსტრიის“ მმართველი; 1972–1977 წლებში იყო საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მშენებლობის განყოფილების ინსტრუქტორი; 1979–1981 წლებში რესპუბლიკის უმნიშვნელოვანეს სამშენებლო ობიექტებს კურირებდა; სწავლობდა სსრკ სახალხო მეურნეობის აკადემიაში; 1981–1988 წლებში იყო საქართველოს მშენებლობის მინისტრის პირველი მოადგილე; 1966–1967 წლებში მივლინებით იყო სამუშაოდ საზღვარგარეთ მონღოლეთის, 1969–1971 წლებში ერაყისა და 1977–1979 წლებში იემენის მნიშვნელოვან მშენებლობებზე; 1988–1992 წლებში იყო სსრ კავშირის სავაჭრო წარმომადგენელი იემენში, ხოლო 1992–1995 წლებში - საქართველოს მინისტრთა საბჭოს მრჩეველი; 1998–2002 წლებში მუშაობდა სს არქიტექტურის საერთაშორისო ცენტრ „სუხანოვის“ გენერალურ დირექტორად; 2002 წლიდან მოსკოვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორია; დაჯილდოებულია საქართველოსა და სსრკ ორდენებითა და მედლებით, იემენის რესპუბლიკის „ერთგულების“ ორდენით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 108;
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 2, თბ., 2001, გვ. 39

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]