ვივისექცია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ვივისექცია (ლათ. vivus „ცოცხალი“ + sectio „ჭრა“) — ქირურგიული ოპერაცია, ცოცხალ ორგანიზმზე (უმეტესად ცენტრალური ნერვული სისტემის მქონე), იყენებენ სამედიცინო და ფიზიოლოგიური გამოკვლევებისას. ზოგჯერ ტერმინს იყენებენ, ზოგადად, ყველა ექსპერიმენტის აღსაწერად ცოცხალ ორგანიზმზე. ვივისექციის მიზანია ორგანიზმის ფუნქციების შესწავლა, ქირურგიული მეთოდების გამომუშავება და სხვა.
ვივისექცია ადამიანზე მიჩნეულია წამებად.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 406-407, თბ., 1979 წელი.