ვიეტნამისტიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვიეტნამისტიკა (ვიეტნამურად Việt Nam học, ან Nghiên cứu Việt Nam) არის აკადემიური დისციპლინა და სპეციალობა, რომელიც ვიეტთა ენის, ისტორიისა და დღევანდელი ვიეტნამის კულტურის შესწავლითა და მეცნიერული კვლევითაა დაკავებული.

ყოველივეს მიზანი სხვადასხვა თეორიულად და მეთოდოლოგიურად შემუშავებული ვიეტნამისტიკური დისციპლინისა, პირველ რიგში კი ჰუმანიტარული და საზოგადოებათმცოდნეობითი კვლევის სფეროში, არის ვიეტნამური ენის, ისტორიის ღრმა წვდომა, მთლიანად ამ ქვეყნის კულტურის უკეთ გაგება.

ვიეტნამისტიკა, როგორც დარგი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (ძირითადად მაინც ფილოლოგიური განხრით: ამერიკა, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, რუსეთი) საუნივერსიტეტო სწავლებას ეფუძნება, ხოლო საქართველოში, სადაც მას ჯერ კიდევ იმ ე.წ. დარგებს მიათვლიან, რომელთა დაფუძნება ჯერ-ჯერობით ვერადავერ მოხერხდა.

ზოგიერთი ქვეყნის უნივერსიტეტში ამ ენის სწავლის მსურველთ კლასიკურ საენათმეცნიერო განათლების მიღებასთან ერთად სთავაზობენ ასევე ე. წ. აღმოსავლეთ აზიის „ლათინურს“ — კლასიკური ჩინური (სადამწერლობო) ენის შესწავლას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]